ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაჰმუდ აბასს პრეზიდენტობის ვადა გაუხანგრძლივდა


„პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ ცენტრალურმა საბჭომ მაჰმუდ აბასს პრეზიდენტობის ვადა გაუხანგრძლივა. ბატონი აბასის ფატას მოძრაობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.

ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მომავალი წლის 24 იანვარს მისი პრეზიდენტობის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, საკუთარი კანდიდატურის ხელახლა წამოყენებას აღარ აპირებს. თუმცა იმის გამო, რომ ღაზას მაკონტროლებელმა ჰამასის მოძრაობამ სექტორის მოსახლეობას საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღება აუკრძალა, არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ჰამასი აცხადებს, რომ არჩევნების ჩატარება მხოლოდ ჰამასსა და ფატას შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშია გამართლებული.


XS
SM
MD
LG