ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის უზენაესი სასამართლო ოპოზიციის ლიდერებს აფრთხილებს




ირანის უზენაესი სასამართლო აფრთხილებს ოპოზიციის ლიდერებს ,რომ თუ ისინი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გაილაშქრებენ - სასამართლოს წინაშე მოუწევთ წარსდგომა. ირანის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სადექ ლარიჯანმა სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებთან საუბარში აღნიშნა,რომ არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმისა,რომ საპრეზიდენტო არჩვენების დროს ოპოზიციამ სტუდენტებს პროვოკაციისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ,რომ ივნისში საპრეზდენტო არჩევნებისას, ოპოზიციის ლიდერებმა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ხმების გაყალბებაში დაადანაშულეს. ამას კი საპასუხოდ 1979წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ - პირველად ირანში ხალხმრავალი დემონსტრაციების ტალღა მოჰყვა.საპროტესტო აქციათა დარბევის დროს ირანის მთავრობამ ათასი პოლიტიკური აქტივისტი და ჟურნალისტი დააპატიმრა .გავრცელდა ინფორმაცია დაღუპულების შესახებაც.



XS
SM
MD
LG