ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოდან დაკავებულებს ილინოისის ციხეში გადაიყვანენ


აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განკარგულება გასცა, რათა ფედერალურმა მთავრობამ ილინოისის შტატში შეიძინოს შტატის გამგებლობაში არსებული ციხის შენობა იმ მიზნით რომ ამძამად გვანტანამოში დაკავებული 100 პატიმარი იქ გადაიყვანონ. საგანგებო წერილში, რომელსაც ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აწერენ ხელს და რომელიც გაიგზავნა ილინოისის გუბერნატორის პეტ ქინის მისამართით ნათქვამია, რომ ტომსონის ციხის შენობის ფედერალური მთავრობის მიერ შესყიდვა დააჩქარებს გვანტანამოს ცენტრის დახურვას. ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან ილინოისის გუბერნატორი და ილინოისელი სენატორი დიკ დარბინი და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება სამ ათასზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის ილინოისში და ადგილობრივ მოსახლეობას ერთ მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს მისცემს. ყველა არ მიესალმება ამ ფაქტს. ზოგს მიაჩნია, რომ საკმაოდ საშიშია ამ ციხეში ტერორისტების გადაყვანა, ციხეში, რომელიც ფაქტობრივად მცირე ზომის ქალაქ ტომსონშია განლაგებული და ჩიკაგოდან 220 კილომეტრის მოშორებითაა. ეს ციხე 2001 წელს აიგო. მასში 1600 საკანია და იგი გათვლილია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისათვის. დღეს-დღეობით ეს ციხე თითქმის ცარიელია.

XS
SM
MD
LG