ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანის ოფიციალური პირების ცნობით, წინასწარი მონაცემებით ცენტრალურ პაკისტანში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 18 და დაშავდა 25 პირი.

ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება დღეს ქალაქ დერა ღაზი ხანის ბაზრის ტერიტორიაზე მოხდა ადგილობრივი პოლიტიკოსის სახლის მახლობლად.

ეს ბოლო ტერორისტული თავდასხმაა აფეთქებების კამპანიაში, რომელმაც ოქტომბრის თვიდან პაკისტანში 500 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ აფეთქებების მოწყობით ისლამისტი მეამბოხეები სამაგიეროს გადახდას ცდილობენ სამხრეთ ვაზირისტანში პაკისტანის სამხედრო ძალების იერიშის გამო.

XS
SM
MD
LG