ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექიმების რჩევით ბერლუსკონი ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს


ბერლუსკონი არ მიიღებს მონაწილეობას ახლო მომავალში დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებში. ექიმებმა იტალიის პრემიერ მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ურჩიეს, რომ მან არ მიიღოს მონაწილეობა მომდევნო ორი კვირის მანძილზე დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებში.

73 წლის ლიდერი მილანის საავადმყოფოში მკურნალობს მას შემდეგ რაც კვირას მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში სან რაფაელეს საავადმყოფოს ექიმებმა აღნიშნეს, რომ ბატონი ბერლუსკონი კვლავინდებურად განიცდის ტკივილს და მას საკვების მიღება უჭირს. მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელია, ბერლუსკონი საავადმყოფოდან ხვალ გაეწერება.

პოლიციამ 42 წლის მასიმო ტარტალია იტალიის პრემიერ მინისტრზე ფიზიკური თავდასხმის შემდეგ დააკავა. თავდასხმის შედეგად ბერლუსკონის გაუტყდა ორი კბილი და მან ცხვირის მოტეხილობა მიიღო.

XS
SM
MD
LG