ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 40-მდე დაიჭრა. ტერორისტული აქტი კამიკაძემ დანაღმული ავტომანქანით ჰითალის სასტუმროს წინ განახორციელა. იქვე ავღანეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ვაზირ ხანის სახლიც მდებარეობს. აფეთქებამ სასტუმროს ფასადი და გარშემო შენობები დააზიანა. სასტუმრო ჰითალი ძირითადად უცხოელებისთვის არის განკუთვნილი.

XS
SM
MD
LG