ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერლუსკონი საავადმყოფოში რამდენიმე დღეს დაჰყოფს


იტალიელი ექიმების დაჟინებით პრემიერ მინისტრი ბერლუსკონი საავადმყოფოში უფრო დიდ ხანს დარჩება

იტალიელი ექიმების ცნობით პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მეორე ღამეს გაატარებს მას შემდეგ რაც მილანში კვირას ჩატარებული პოლიტიკური მიტინგის დროს მას ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენა უცნობმა პირმა.

თავდასხმის შედეგად პრემიერ მინისტრს სახე დაუსისხლიანდა. ექიმების ცნობით ბერლუსკონის სულ ცოტა 20 დღე დასჭირდება ვიდრე მას თავდასხმის შედეგად გატეხილი ცხვირი და კბილები მოუშუშდება.

გადაწყვეტილება ბერლუსკონის საავადმყოფოში დარჩენის შესახებ დღეს გავრცელებულ სამედიცინო ბიულეტენში გამოქვეყნდა. ექიმების განცხადებით 73 წლის ბერლუსკონის უჭირს საკვების მიღება და იგი კვლავინდებურად ტკივილს გრძნობს.

XS
SM
MD
LG