ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში დახიეს სულიერი ლიდერის აიატოლა ხომეინის ფოტოები


ირანში დააკავეს რამოდენიმე დემონსტრანტი, რომლებმაც ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის აიათოლა რუჰოლა ხომეინის ფოტო დახიეს.

თეირანის პროკურორმა ჯაფარი დოლათაბადიმ დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დაკავებულმა პირებმა აღიარეს, რომ მათ დახიეს აიათოლა ხომეინის ფოტო 7 დეკემბერს ორგანიზებული საპროტესტო დემონსტრაციის დროს.

კვირას, ირანის უზენაესმა ლიდერმა რეფორმების მომხრე ოპოზიციის ძალები ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლისა და ისლამური სისტემის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. აიათოლა ალი ხამენეიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციის დაუღალავი საპროტესტო აქციები მიუღებელია.

XS
SM
MD
LG