ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში სამი ამერიკელი სასამართლოს წინაშე  უნდა წარსდგეს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით,სამი ამერიკელი მოქალაქე,რომელიც ირანში ერაყის საზღვრის გადაკვეთის შედეგად შევიდა - სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

თეირანში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას მანუჩეჰრ მოტაკიმ აღნიშნა,რომ ამერიკელები ირანში საეჭვი მიზნით ჩავიდნენ და ისინი ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილები.თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრს სასამართლო პროცესის დაწყების ზუსტი თარიღი არ დაუსახლებია.

შეგახსენებთ,რომ ამა წლის 31 ივლისს სამმა ამერიკელმა მოქალაქემ მოგზაურობის დროს ერაყის სასაზღვრო მხრიდან ირანი უკანონოდ გადაკვეთა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა,რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა,რომ ამერიკელი მოქალაქეები ჯაშუშობას ეწეოდნენ და ირანის მთავრობას მათი სასწრაფო გათავისუფლება მოსთხოვა.

XS
SM
MD
LG