ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ობამამ ამერიკული ბანკების საქმიანობა გააკრიტიკა


მას მერე ,რაც პრეზიდენტმა ობამამ საკუთარ გამოსვლაში ამერიკული ბანკების საქმიანობა გააკრიტიკა, ამერიკის ბანკების აღმასრულებელი პირები თეთრ სახლში პრეზიდენტთან შესახვედრად ემზადებიან. საკვირაო გამოსვლის დროს ,პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა,რომ სახელმწიფომ ყველა ღონე იხმარა ფინანსური კრიზისი გადასარჩენად ,ამერიკულმა ბანკებმა კი საპასუხოდ არაფერი გააკეთეს.

პრეზიდენტი ობამას ეკონომიკის დარგში მთავარმა მრჩეველმა ლერი სამერმა აღნიშნა:

„სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის,რათა ეკონომიკა ჩიხიდან გამოეყვანა. რომ არა დახმარების პაკეტი ვერცერთი ბანკი ამერიკაში გაკოტრებას ვერ გადაურჩებოდა. ამიტომაცაა,რომ მათ სახელმწიფოს მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ.სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს ბანკების წარმომადგნლებთან შეხვედრაზე პრეზიდენტი ობამა"

„მე ქვეყნის სათავეში იმისთვის არ მოვსულვარ,რომ ვოლ სტრიტის გაზულუქებული ბანკირები გავამდიდრო" განაცხადა სიბიესის არხზე მიწვეულმა პრეზიდენტმა ობამამ.

XS
SM
MD
LG