ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩვენი პლანეტის უსაფრთხო მომავალი



ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ცენტრის სააგენტოს განცხადებით, ახალი კოსმოსური ტელესკოპი მეცნიერებს საშუალებას მისცემს კოსმოსური სივრცე ზედმიწევნით გამოიკვლიონ.

ნასას ახალი ფართოსპექტრიანი კვლევითი ხელსაწყო, რომლის სახელწოდება „საზრიანი" გახლავთ, გადაიღებს ფოტოებს,დააკვირდება და გამოიკვლევს ვარსკვლავებს,გალაქტიკებსა და პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს.

„ოდესმე ღამე ცაში თუ აგიხედავთ და გიფიქრიათ თუ რა ხდება ცის კაბადონზე?

ზუსტად ამ მიზანს მოემსახურება კოსმოსური ხომალდი ,რომელიც 37 სანტიმეტრიან ტელესკოპსა და კვლევით დეტექტორებთან ერთად კოსმოსში ცხრა თვეს დაჰყოფს.

ახალი პროექტის ჯგუფის წევრი ემი მეინზერი აღნიშნავს,რომ მისიის მიზანია კოსმოსური სივრცე სრულად გამოიკვლიოს და გუგლის რუკა უფრო მეტად დახვეწილი და უნივერსალური გახადოს:

„ტელესკოპი ცას ზედმიწევნით შეისწავლის და მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციით მოგვამარაგებს.ამის შედეგად კი მოზრდილი ტელესკოპების გამოყენება ბევრად უფრო სასარგებლო გახდება.ასევე გაიოლდება ცაზე იშვიათი და უჩვეულო ციური სხეულების პოვნაც"

მეინზერის თქმით, ხელსაწყოს მიერ წარმოდგენილი კოსმოსური სივრცის პანორამული სურათი ფართო დიაპაზონის მქონე ლინზების ფუნქციას შეასრულებს. ამით კი მეცნიერებს საშუალება მიეცემათ კოსმოსური ტელესკოპები "ჰაბლი" და "ჯეიმს ვები" მხოლოდ გამოსახულების გადიდების ფუნქციისთვის გამოიყენონ.

მეცნიერებმა უკვე დაზუსტებით იციან თუ კონკრეტულად რა კვლევით სამუშაოებს ჩაატარებს "საზრიანი" -გალაქტიკების კვლევითი სამუშაოები იქნება ეს , უხილავი ვარსკვლავების აღმოჩენა თუ 100 ათასობით დაუდგენელი ასტეროდიების პოვნა.

მეინზერის თქმით,დედამიწას დღემდე აღმოჩენილი არცერთი ასტეროიდი საშიშროებას არ უქმნის ,თუმცა არავინ იცის ახალი ტელესკოპით ნაპოვნი ასტრეროიდები რა მომავალს უმზადებენ ცივილიზაციას.


„ვიცით,რომ ასტეროიდები დედამიწამდე ვერ მოაღწევენ,მაგრამ გამორიცხული არაფერია და ამიტომაც სჯობს ჩვენი პლანეტის მახლობლად ყველა ციური სხეული გულდასმით შევისწავლოთ."


ახალი ტელესკოპის მკვლევვარი მეცნიერი ედვარდ რაიტი აცხადებს,რომ ციური სხეულების ზომის,შემადგენლობისა და ადგილმდებარეობის დადგენა მომავალი კატასტრფოფების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

„დღემდე არ ვიცით,თუ რატომ შეიძლება ასტეროიდი დედამიწას შეეჯახოს. თუ ეს დადგინდა კოსმოსური ხომალდის საშუალებით შესაძლებელი გახდება ასტეროიდის შეჯახების საფრთხე თავიდან ავიცილოთ."

კოსმოსში დღემდე მილიონობით დაუდგენელი ასტეროიდის არსებობას ვარაუდობენ.მეცნიერები ამ მხრივ ტელესკოპ „საზრიანზე" დიდ იმედებს ამყარებენ და ვარაუდობენ,რომ ამ მხრივ ბევრი სიურპირზი მოგველის.

უკანასკნელად ცის რუკა ასტრონომიული სატელიტის მიერ 1983 წელს იქნა შექმნილი.მაშინდელი ხომალდზე დაფიქსირებული ციფრული კამერა მხოლოდ სამოცდაორ პიქსელიანი გახლდათ.ახალი ტელესკოპი კი ოთხი მილიონი პიქსელის ხარისხით გამოირჩევა და ყოველი წვრილმანი დეტალის დაფიქსირება შეუძლია.

თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ტელესკოპი კოსმოსში არსებულ მუქ და უხილავ ციურ სხეულებსაც დააფიქსირებს.

ბატონი რაიტის აქვე დასძენს,რომ ტელესკოპი „საზრიანი" 12წლის მანძილზე იქმნებოდა და ჯამში 320 მილიონი დოლარი დაჯდა.



XS
SM
MD
LG