ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნებით ებრაელი ახალგაზრდები ბუდაპეშტის ცენტრში,  მემორიალის ირგვლივ შეიკრიბნენ


ეროვნებით ებრაელი ახალგაზრდები ბუდაპეშტის ცენტრში, მემორიალის ირგვლივ შეიკრიბნენ. სიმბოლური ფეხსაცმლის ფორმის მემორიალი მდინარე დუნაიზე ებრაელების დახვრეტას და გვამების მდინარეში გადაშვებას ასახიერებს.

ჰოლოკოსტში დაახლოებით 600.000 უნგრელი ებრაელი გარდაიცვალა.

ახლახანს ებრაელებმა, საბჭოთა კავშირის დამხობის შემდეგ, კულტურის აღორძინების მე-20 წლისთავი აღნიშნეს.

უნგრეთში ებრაელთა დასახლება აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის მერე ყველაზე დიდი 100.000-ა.

თუმცა , ნობელის პრემიის ლაურეატი, ადამიანის უფლებათა დამცველი ელი ვისელი, რომელიც წარმოშობით სწორედ უნგრეთიდანაა, ჰოლოკოსტს გადაურჩა და ახლა ბუდაპეშტში დაბრუნებაზე მისი სულიერი მდგომარეობა გაორებულია.

ახლახანს ჩატარებულ სიმპოზიუმზე, მან უნგეთის მთავრობას ჰოლოკოსტის განმეორების საშიშროების დაგმობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ექსტრემისტული ჯგუფები და პარტიები დღევანდელ უნგრეთში საკმაოდ მრავლადაა.

ამერიკის ხმასთან საუბრისას, ნობელის პრემიის ლაურეატმა გააკრიტიკა “მოძრაობა უკეთესი უნგრეთისათვის” იგივე ჯობიკი, რომლის ექსტრემისტული რიტორიკაც ცნობილია მაგალითად ბოშათა უმცირესობის შესახებ.

ვისელი ნანობს, რომ ამ პარტიამ ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში 15 პროცენტი მოიპოვა და საარჩევნო დაპირებებში ის უნგრეთის საკეტილდრეოდ კიდევ ბევრი რამის გაკეთებას გეგმავს.

“რა შეიძლება ვთქვათ უნგერელი საზოგადოების შესახებ? გამოფხიზლდით უნგრელებო. ვერ ხვდებით რომ პარტიის ასეთი წარმომადგენლის სიტყვებმა შეიძლება ხალხი დააზარალოს. მისი სიტყვები ზიზრისა და ძლადობის პროპაგანდაა. ვფიქრობ ეს ხალხმა უნდა გაიგოს რომ მომავალში მათ ხმა არ მისცეს. ვხვდები რომ უნგრეთის საშინაო პოლიტიკაში ვერევი. მაგრამ მე ეს ყველაფერი ბავშვობიდან გამოცდილი მაქვს და ერთადერთი რაც შემიძლია ჩემს ყოფილ თანამემამულეებს ვუთხრა: არის ის რომ -ფრთხილად იყვნენ.”

ვისელი ნანობს, რომ “ჯობიკმა” ახლახანს ბუდაპეშტში რამდენიმე ევროპული მემარჯვენე პარტიისაგან შემდგარი ალიანსი შექმნა, რომელიც ფრანგულ ცენტრისტულ პარტია ჯან-მარი ლე პენსაც აერთიანებს.

“დიახ, სწორედ ჯან ლე პენსთან გაერთიანდნენ. ეს პარტია ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ჰოლოკოსტი უარყო, როგორ ბედავენ?”

საუბრებმა ექსტემისტული თემის ირგვლივ, ებრაელთა შეკრების მთავარი მიზეზიც დაჩრდილა. ებრაელების აღორძინებისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, გორდონ ბაჟნაი გამოვიდა.

“ პრემიერმა ცხადად თქვა, რომ უნგრეთის მემარცხენე და მემარჯვენე ძალები უნდა გაერთიანდნენ და ადამიანის უფლებებისთვის იბრძოლონ. მისი თქმით, ექსტრემისტები ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს, საკუთადი ზიზღის გადმოფრქვევის საშუალებად იყენებენ. იგივე ხდება რაც 1920-30 წლებში. ამან საბოლოოდ ჰოლოკოსტამდე მიგვიყვანა. ამიტომ, პრემიერის განცხადებით კონსტიტუცია ბოლომდე უნდა იქნას გამოყენებული რადიკალურად განწყობილი ძალების წინააღმდეგ.”

პრემიერმა ვისელს სიტყვა მისცა, რომ არქივიდან იმ უნგრელების სახელებსა და გვარებს ამოიღებენ, ვინც თავის დროზე ოსვენცუმის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა და გარდაიცვალა, მათ შორის ვისელის ოჯახის წევრებიც.

ვისელი იმედოვნებს, რომ უნგრეთი საკუთარ ბობოქარი წარსულს გაითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა 81 წლისაა, ადამიანის უფლებათა დარგში მუშაობას განაგრძობს.

ნობელის პრემიის ლაურეატის მიერ დაარსებულმა ფონდმა “ჰუმანურობისთვის” ამერიკელი ინვესტორის ბერნარდ მადოფის წყალობით, მილიონიბით დოლარი დაკარგა.

მიუხედავად რეგრესისა, ვესოლი არავის მისცემს უფლებას მისი დიდი ხნის შრომა გაანადგუროს.


XS
SM
MD
LG