ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებში 47 მძევალი გაათავისუფლეს


ფილიპინების ოფიციალური პირების ცნობით, დღეს შეიარაღებული ტომის წევრებმა გაათავისუფლეს 47 მძევალი, რომლებსაც ისინი აკავებდნენ ქვეყნის სამხრეთ რეგიონში სამი დღის მანძილზე.

აგუსან დელ სურის პროვინციის ვიცე-გუბერნატორის სანტიაგო კანეს განცხადებით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ფილიპინების მთავრობამ ტომის წევრებს ამნისტიის პირობა მისცა, წარსულში მეტოქე ტომის წევრების მკვლელობის ბრალდებასთან დაკავშირებით.

გასულ კვირას მინდანაოს კუნძულის ტომის წევრებმა ქალაქ პროსპერიდადის სკოლიდან და რამოდენიმე ახლომდებარე სახლიდან მძევლად აიყვანეს 71 პირი. მანამდე მათ გაათავისუფლეს 24 ადამიანი.


ტომის ლიდერმა ჟობერტ პერეზმა მოითხოვა მკვლელობაში ბრალდების გაუქმება და მეტოქე ჯგუფის განიარაღება. მან დაადანაშაულა მეტოქე ტუბაის ტომი მისი ექვსი ნათესავის მკვლელობაში.


XS
SM
MD
LG