ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადაცემა"ახალგაზრდებისთვის"


ვაშინგტონი, როგორც ცენტრალური პოლიტიკის ძირითადი ღერძი, კარგადაა ცნობილი.ამავე დროს, ის კონტრასტების ქალაქია. სადაც მდიდრები ღარიბებს ესაზღვრებიან.

ჩვენი გმირი, ფეხბურთის მწვრთნელი, ერთერთი დაბალშემოსავლიანი უბნის მცხოვრებლებს, ფეხბურთისა და ცხოვრებისეული წარმატებების მიღწევაში ეხმარება. ნაცრისფერი ცა და ქარიანი ამინდის პირობები "ქრიმსონ ტაიდში" დანბარის საშუალო სკოლის ფეხბურთელთა გუნდისთვის, დაბრკოლება არ არის. დრო გადის, დღის სინათლეს ბინდი ეფინება, მაგრამ მოთამაშეები კვლავ მოედანზე არიან და საკუთარ პროფესინალიზმს, მწვრთნელთა მითითებების მიხედვით ავითარებენ.

ქრეგ ჯეფერისი, "ქრიმსონ ტაიდის" მთავარი მწვრთნელი და მამოძრავებელი ძალაა.

“ვარჯიში მნიშვნელოვანია. თუ თამაში გინდა საკუთარი ტექნიკა უნდა განავითარო. ფორმაში უნდა იყო და რათა დროის სწორად განსაზღვრა შეძლო.”

ტონი ლი ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაცვაში ავარჯიშებს. ამბობს რომ სპორტის ეს სახეობა მათ გზის გაკვლევაში საშუალო სკოლის დასრულების შემდეგაც ეხმარება.

“ფეხბურთი ბავშვებს მტკიცე დისტიპლინას ასწავლის. ახალგაზრდებს გუნდში მუშაობა გაუადვილდებათ. ამ სპორტში ყველაფერი მნიშვნელოვანია, რათა მათ ცხოვრებისეულ კონკურენციას გაუძლონ.”

გუნდმა ბოლო 12 წლის მანძილზე სკოლების ლიგის ჩემპინატში გამარჯვებას რვაჯერ მიაღწია. ჯეფრის ზოგმა მოთამაშემ, მაგალითად ვერნონ დევისმა წარმატებას პროფესიულ ფეხბურთში მიაღწია. დევისი ახლა ეფექტური .

“ვერნონ დევისი ჩვეულებრივი ბიჭი იყო. მაგრამ შრომის მოყვარე, დიდებული სტუდენტი დ ამოთამაშე, კარაგდ სირბილი შეეძლო.”

იმ ბავშვების უმრავლესობა, ვინც ჯეფრის და მისი მეგობრებისგან ფეხბურთის თამაშს სწავლობს, დაბალ-შემოსავლიანი ოჯახიდანაა და ოჯახების შესანახად ნახევარ-განაკვეთზე მუშაობა უწევს. მაგალითად ქრიმსონ ტაიდის მოთამაშე იკეემ პინგშოუ.


“მე ვიკენდებზე ვმუშაობ. სკოლაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვით ,ყოველ დღე დავდივარ. შემდეგ ვმეცადინეობ. ბოლოს ფეხბურთის სათამაშოდ დრო მაინც მრჩება.”

დანბარის ბევრ მოთამაშეს მამის მხარდაჭერის გარეშემხოლოდ დედა ზრდის. მწვრთნელები ამ დანაკლისის შესამსუბუქებლად მუშაობენ.

“ამ ბავშვების უმრავლესობას უფროსი ძმა, ან მამა ჭირდებათ. ამიტომ მე და ჩემი მეგობრები მამაკაცის პოზიტიური სახის შექმნას და იმ ყურადღების გამოჩენას ვცდილობთ, რომელიც მათ სავარაუდოდ აკლიათ.”


ჯეფრი 80-იან წლებში ნახევრად პროფესიულ ფეხბურთს თამაშობდა. შემდეგ, სანამ მთავარი მწვრთნელი გახდებოდა, დანბარის საშუალო სკოლის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის მოადგილედ დაიწყო მუშაობა.ტონი ლის თქმით, ჯეფრის ფეხბურთი და ახალგაზრდობა უყვარს,ეს კი მისი აღზრდილების მიღწევებში აირეკლება.

მომავალი მატჩისთვის მომზადება, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვასავითაა. როგორც ჩანს, დანბარის საშუალო სკოლის მოწაფეებსა და ფეხბურთის მწვრთნელებს, წარმატების ფორმულა ნაპოვნი აქვთ.



XS
SM
MD
LG