ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში დეკემბერში?


1903წლის ჩვიდმეტ დეკემბერს ძმებმა რაიტებმა საკუთარი ხელით აგებული , ბენზინზე მომუშავე თვითმფრინავით კაცობრიობის ისტორიაში პირველი ავიარეისი შეასრულეს. 340 კილოგრამიანმა საფრენმა აპარატმა ცაში - 256 მეტრის სიმაღლეზე სულ 59 წამი იფრინა და შემდეგ ხმელეთზე მშვიდობიანად დაეშვა. ძმები რაიტების საუკუნის წინანდელმა გამოგონებამ თვითმფრინავების წარმოებას ჩაუყარა საფუძველი.

1811 წლის 16 დეკემბერს მისურის შტატის ქალაქი-ნიუ მადრიდი უძლიერესმა მიწისძვრამ შეაზანზარა. ძლიერმა ბიძგმა ,რომელიც რიხტერის შკალის მიხედვით 8ბალს უდრიდა, მთელი ქალაქის შენობები დაანგრია.მდინარე მისისიპისკალაპოტი დაიტბორა და დინებამ სამხრეთის ნაცვლად ჩრდილოეთისკენ იბრუნა პირი. საოცარია,მაგრამ ამ უდიდესი სიძლიერის მიწისძვრისაგან ნიუ მადრიდში მხოლოდ ორი ადამიანი დაიღუპა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ,რომ ქალაქის მოსახლეობა ძირითადად გაშლილ ფართობზე,მიმოფანტულად აგებულ შენობებშიცხოვრობდა.

1865 წელსამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამერიკის კონსტიტუციაში მეცამეტე შესწორება შეიტანა.ამ შესწორებას ამერიკის მთელს ტერიტორიაზე მონობის გაუქმება მოჰყვა -ეს კი ქვეყნის ისტორიაში დემოკრატიისკენ გადადგმული პირველიმნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ .

1937 წლის 21 დეკემბერს ნიუ იორკის კინოთეატრში უოლტ დისნეის ანიმაციური ფილმის „ფიფქია და შვიდი ჯუჯას“ პრემიერა შედგა.მაყურებელი და კრიტიკოსებიფილმს აღტაცებით შეხვდენენ.მეორე დღეს ნიუ იორკის ყველა გაზეთი უოლტ დისნეის შედევრის დახვეწილ ანიმაციასა და შეუდარებელ მუსიკალურ გაფორმებაზე აღნიშნავდა.

1963 წლის 22 დეკემბერს ვაშინგტონში,პრეზიდენტმა ჯონსონმალინკოლნის ძეგლთან შეკრებილითხუთმეტი ამერიკელისწინგამოსამშვიდობებელი ცერემონიაჩაატარა. ამით ამერიკის შეერთებულ შტატებშიერთთვიანი გლოვა დასრულდა,რომელიც პრეზიდენტი ჯონ კენედის მკვლელობის გამო იყო გამოცხადებული. სამგლოვიარო ცერემონიას ზამთრის სუსხიანი და ცივი ამინდიცთან ერთვოდა. მდინარე პოტომაკის ნაპირზე, დაკრძალული პირველი მოკლული პრეზიდენტის საფლავთან შეკრებილმა ამერიკელებმა ქვეყნის მეორე მოკლული პრეზიდენტის ჯონ კენედის საფლავზე მარადიული ცეცხლი დაანთეს.

1970 წლის 27 დეკემბერს ნიუ იორკში ,ბროდვეის თეატრის სცენაზე „ჰელოუ დოლის“უკანასკნელი სპექტაკლი ითამაშეს.საქვეყნოდ ცნობილი მიუზიკლი ექვსი წლის მანძილზე 2,844 -ჯერ წარსდგა მაყურებლის წინაშე. მისი პოპულარობამას მერე დასრულდა,რაც 1969 წელს ჰოლივუდში „ჰელოუ დოლის“ წარმატებული კინოვერსია გადაიღეს. მთავარ როლს ფილმში ბარბარა სტრეუიზანდი განასახიერებდა. “ჰელოუ დოლი“ ბროდვეის სცენას 1995 წელს ისევ დაუბრუნდა და კვლავ არა ერთი თაობის მაყურებელი აღაფრთოვანა.





XS
SM
MD
LG