როგორც აშშ-ს წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ მოლაპარაკებებზე სტივენ ბოსვორთიაცხადებს უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეასთან ექვსმხრივი მოლპარაკების განახლება არ არის დაგეგმილი. მან ასევე მსოფლიო ლიდერებს მოთმინებისკენ მოუწოდა.დღეს პეკინში სტივენ ბოსვორთმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ სამ დღიანი მოლპარაკებები ფხენიანში გულწრფელი და საიმედო აღმოჩნდა.მაგრამ მან იქვე დასძინა რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ როდის განახლდება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციის ირგვლივ ექვსმხრივი მოლაპარაკებები.
ბოსვორთი ამჟამად ტკიოში იმყოფება და ფხენიანში სამ-დღიანი ვიზიტის დეტალებს იაპონიის ოფიციალურ პირებს გააცნობს. შემდეგ კი იგივი მისიით რუსეთს ეწვევა. პარასკევს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა საინფორმაციო სააგენტოს საშუალებით გააკეთეს განცხადება, განცხადებაში მათ აღნიშნეს რომ შეხვედრა სტივენ ბოსვორთთან გულწრფელი და ბიზნეს ორიენტირებული იყო. ამავე განცხადების თანახმად ამათუიმ საკითხებში მხარეებმა საერთო ენა გამონახეს.