ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯადოსნური დღესასწაული" ვაშინგტონში


„ჯადოსნური დღესასწაული" ეწოდა სახელად გამოფენას,რომელიც ვაშინგტონის ბოტანიკურ ბაღში ბავშვებისთვის გაიხსნა.თუმცა პატარების საყვარელი ზღაპრების გმირები,რომლებიც დამთვალიერებლებს ბაღის შესავლელშივე ეგებებიან, დიდსა და პატარას ერთნაირად ხიბლავს.

-შეხედე,აი, იმას შეხედე! - გაისმის პატარების შეძახილები.

ბავშვები აღტაცებას ვერ მალავენ და გულუბრყვილო სახეებზე სადღესასწაულო განწყობა და სიხარული ახატიათ. ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოველწლიურ გამოფენას წლევანდელ საშობაო დღესასწაულზე ბავშვები ზღაპრულ სამყაროში გადაჰყავს.

ჭრელა-ჭრულა ჯადოსნური სახლები,საყვარელი ზღაპრის გმირები და საბავშვო მატარებელი არც უფროსი თაობის წარმომადგენლებს ტოვებს გულგრილს.

ჯეკ ფროსტი ბოტანიკურ ბაღში მინიატურული მოძრავი მატარებლების გადაადგილებას აკონტროლებს.

„საყვირის გარდა ყველაფერი აქედან იმართება,საყვირის ხმას კი ორთქმავალი მაგნიტის საშუალებით თავად გამოსცემს."

თავად ფროსტს საბავშვო მინიატურული მატარებლები ბავშვობიდან იტაცებს. შინ ახლაც რამოდენიმე სახის სათამაშო მატარებელს ინახავს.ყველაზე მეტად კი პატარების აღფთოვანებული სახეების დანახვა უხარია.

ლინდსის თავისი პატარები ბოტანიკური ბაღის გამოფენაზე მეორე წელიწადია სიხარულით მოჰყავს.
„ეს არაჩვეულებრივი სანახაობაა,ზღაპრული სამყაროში გეგონება თავი"

მატარებლების გამოფენის მახლობლად, დამთვალიერებლებს შეუძლიათ ცნობილი ღირშესანიშნავი მონუმენტების მინიატურებიც იხილონ.მათ შორისაა: კაპიტოლიუმის შენობა, ჯეფერსონის ძეგლი და სმიტსონიანის მთავარი ნაგებობა.

ჰოლი შიმიზუ ბოტანიკური ბაღის დირექტორია.მისი თქმით,ყველა მინიატურული ძეგლი თავისთავად უნიკალურობას წარმოადგენს.

„ ყოველი მათგანი ნატურალური მასალისგანაა გაკეთებული .მათ მოსამზადებლად კვერცხის ცილას, გირჩებსა და სხვადასხვა მცენარის ფოთლებს იყენებენ.მსგავსი რამე ძნელად, რომ სადმე ნახოთ"

წლევანდელ გამოფენაში მინიატურების ავტორებს რამოდენიმე ექსპონატის გარეგნული მხარის შეცვლა მოუხდათ.

მხატვარმა პოლ ბეისმა თეთრი სახლის მინიატურულ მოდელში რამოდენიმე სიახლე შეიტანა .

„ჩვენ გადავწყვიტეთ თეთრი სახლის ეზოში ხილისა და ბოსტნეულის ბაღჩა დაგვემატებინა.ასევე დავამატეთ პრეზიდენტი ობამას ბავშვებისთვის განკუთვნილი საქანელების მოედანიც "

ვაშინგტონის ბოტანიკური ბაღისთვის საშობაო დღესასწაული განსაკუთრებით ღირშესანიშნავი პერიოდია. აქ ყოველწლიურად გამოფენილი იშვიათი ექსპონატები ბოტანიკურ ბაღს უნიკალურობასა და სადღესასწაულო მნიშვნელობას ანიჭებენ.



XS
SM
MD
LG