ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების თარიღი არ არის ცნობილი


აშშ-ს წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ მოლაპარაკებებზე სტივენ ბოსვორთი პეკინს ჩაფრინდა, რათა ჩინელ ოფიციალურ პირებს გააცნოს ჩრდილოეთ კორეელ ოფიციალურ პირებთან მისი სამდღიანი შეხვედრების შედეგები. როგორც მან განაცხადა ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი ის, თუ რა გზით ან როდის განახლდება ექვსმხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ. ფხენიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოლაპარაკება ბისვორთთან საქმიანი და გულწრფელი იყო. ჩინეთიდან ბოსვორთი იაპონიასა და რუსეთს მიემგზავრება.

XS
SM
MD
LG