ფილიპინების ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა გლორია აროიომ კომენდანტის საათის მოხსნის გადაწყეტილება მიიღო. კომენდანტის საათი მას შემდეგ დაწესდა, რაც ქვეყნის სამხრეთში 57 ადამიანი დაიღუპა პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად.კომენდანტის საათი დღეს საღამოს 9 საათზე მოიხსნა.
პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება კაბინეტთან კონსულტაციების შემდეგ გამოაცხადა. კომენდანტის საათის დროს ხელისუფლებამ ინტენსიური სამხედრო და სამართალდამცავი ოპერაციების სერია ჩაატარა რეგიონში მმართველი კლანის ამპატუანის წინააღმდეგ. კლანს 30 ჟურნალისტისა და მოწინააღმდეგე ოჯახის წევრების მოკვლაში ედება ბრალი.