ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის  საკონსტიტუციო სასამართლომ ქურთულ პარტიას


თურქეთის ყველაზე დიდმა ქურთების მომხრე პარტიამ დღეს ქვეყნის პარლამენტი დატოვა. პარტიამგადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიას და მის ორ ლიდერს პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა.დემოკრატიული საზოგადოების პარტიის 19-ვე კანონმდებელმა პარლამენტის სესიებზე დასწრებაზე უარი ერთხმად განაცხადა.

თურქეთის 11 წევრიანმა საკონსტიტუციო სასამართლომ პარასკევს მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებს, რომ პარტიას ბრალი მიუძღვის ძალადობის ორგანიზებაში და კავშირი აქვს მეამბოხურ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან. სასამართლომ პარტიას და მის ორ ლიდერს 5 წლის განმავლობაში პოლიტიკაში მონაწიელობის უფლება ჩამოართვა. პარტიის წამომადგენლებმა ბრალდება უარყვეს, ქალაქ ჰაკარიში კი ქუთებმა დემონსტრაცია მოაწყეს და პოლიციას ქვები დაუშინეს.



XS
SM
MD
LG