ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო საზოგადოებრიობა გაფრთხილებას აძლევს ირანს


აშშ და ევროკავშირი აფრთხილებენ ირანს, რომ იგი იქნება პასუხისმგებელი შედეგებისათვის თუ არ დაამტკიცებს იმას, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნავს იმას, რომ აშშ კვლავაც ცდილობს ამ პრობლემის დიპლომატიური გზებით გადაჭრის გზების გამონახვას. თუმც იგი იქვე იძლევა გაფრთხილებას, რომ თუ ირანი არ დაუქვემდებარებს მის ბირთვულ პროგრამას გაეროს მოთხოვნებს იგი იქნება პასუხისმგებელი შედეგებისათვის. გაეროს ლიდერებმა მოითხოვეს დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ირანის წინააღმდეგ, რადგანაც ოფიციალური თეირანი უარს აცხადებს მისი ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე და როგორც სჩანს მას სულაც არ აინტერესებს ამ პრობლემის მოლაპარაკებებით მოგვარება.

XS
SM
MD
LG