ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ქალები უმუშევრობას არ უჩივიან


ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტმანეტის ინფორმაციით , ამერიკაში სამუშაო ადგილების ნახევარი სუსტი სქესის წარმომადგნელებს უკავიათ. აღსანიშნავია ,რომ ბოლო წლებში ამერიკელი ქალები შეერთებული შტატების სამუშაო ბაზარზე სოლიდური რაოდენობით დაფიქსირდნენ. ამასთან ისიც დაერთო,რომ ეკონომიკური რეცესია ამერიკელ მამაკაცებზე უფრო მეტად აისახა და ქალებთან შედარებით, ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა უფრო მეტი სამუშაო ადგილი დაკარგეს. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, ყველაზე მეტი რაოდენობის სამუშაო ადგილი ამერიკაშიიმ ინდუსტრიულმა კომპანიებმა შეკვეცეს,სადაც ძირითადად მამაკაცები მუშაობდნენ. მოსამსახურე ქალების რაოდენობის მატებას ამერიკის შეერთებულ შტატებში იმანაც შეუწყო ხელი, რომ გაიზარდა სამუშაო ადგილები ჯანმრთელობის სფეროში, სადაც უმეტესად ქალები მუშაობენ.

უკანასკნელი გამოთვლებით, ამერიკისშეერთებულ შტატებში ქალების 51პროცენტი მაღალანაზღაურაბად პროფესიულ სამსახურებში მუშაობს. თუმცა კალიფორნიის შტატი ამ მხრივ გამორჩეულია და ამერიკის შრომის დეპარტმანეტის მიერ გამოცემულ ანგარიშში აღნიშნულია,რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ამ შტატში მაჩვენებლები არ შეცვლილა . დღემდე კალიფორნიის ოთხას კომპანიაში 10 მაღალი თანამდებობიდან- ცხრა ძლიერი სქესის წარმომადგენელს უჭირავს.

ცნობილმა ჟურნალმა"სექს როულმა" ბოლო გამოცემაში ყურადღება ოჯახის მარჩენალ ქალბატონებზე გაამახვილა. სტატიაში მოთხრობილია კალიფორნიაშიმისურის უნივერსიტეტის პროფესორის რებეკა მეისენბახის კვლევის შესახებ. ქალბატონმა მეისენბახმა თხუთმეტ ამერიკელ პროფესიონალ ქალთან ისაუბრა და გაარკვია,რომ ყველა მათგანს მოსწონს დამოუკიდებლობა, თუმცა კონტროლი და ძალაუფლება არცთუ ისე ხიბლავთ. გამოკითხულების უმეტესობამ ასევე საყვედურით აღნიშნა,რომ მაღალ თანამდებობაზე სამსახური სტრესის ,წუხილისა და ქენჯნის გრძობას ზედმეტად აღვივებს.

მიუხედავად იმისა,რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამუშაო ბაზარი შარშანდელი ეკონომიკური კრიზისის ნაყოფს ჯერ კიდევ იმკისამერიკელი ქალები ამ ფონზე მაინც დაცულად და იმედიანად გრძნობენ თავს.



XS
SM
MD
LG