ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ საქართველოში ყოფილ ელჩთან  ბატონ უილიამ კორტნისთან



საქართველოში არსებული ვითარება არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებასაც იპყრობს. დასავლელი პარტნიორები მიღწეული შედეგებით არ კმაყოფილდებიან და უფრო მეტს ითხოვენ.

ეს რომ ასეა, დეკემბრის დასაწყისში ნატოს საგარეო მინისტრების სამიტმაც დაადასტურა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციურ ძალებს უფრო მეტი დემოკრატიისკენ მოუწოდეს. ორივესთვის კი დემოკრატიის მთავარი ტესტი მაისის ადგილობრივი არჩევნები, მანამდე კი საარჩევნო გარემოს გადემოკრატიულება უნდა გახდეს. თუმცა ჯერჯერობით ამის ნიშნები საქართველოს პოლიტიკურ ჰორიზონტზე არ მოჩანს.

შექმნილი ვითარების შესახებ საქართველოში ყოფილ ელჩს ბატონ უილიამ კორტნის ვესაუბრეთ.

"ბატონო ელჩო, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. როგორ აფასებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის დიალოგის პროცესს, რომელიც აპრილის აქციების შემდეგ ძალიან რთულად დაიწყო?"

- "თბილისის მერის და ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაწყებული მოპალარაკებების წარუმატებლობა სერიოზული შეშფოთების საგანია. მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა საარჩევნო კანონთან დაკავშირებით. მათ ვერ შეძლეს ისეთი ცვლილებების შეტანა, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნებოდა.მართალია მერობის კანდიდატებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, და ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა ისინი თანაბარ საარჩევნო გარემოში უნდა მოქმედებდნენ. საქართველში არსებული ვითარება კი, სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა შეძლონ შეთანხმების მიღწევა. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში, მისაღებია, რომ გამარჯვებული კანდიდატი ხმების დიდი უმრავლესობით იყოს მოსული ხელისუფლებაში. "

"როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს?"


-"არჩევნების დემოკრატიულად ჩათვლისათვის, აუცილებელია, რომ ერთობლივად იყოს გათვალისწინებული შემდეგი ფაქტორები. პირველი, თუ პრაქტიკულად რა ვითარებაში ჩატარდა არჩევნები, მეორე, როგორ მიდიოდა არჩევნების მომზადება და მესამე, როგორიიყო არჩევნების სამართლებრივი მართვა. ვიმეორებ, შედეგები შესაბამისობაში უნდა იყოს ამ სამ ფაქტორთან. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, თუმცა საარჩევნო კანონთან დაკავშირებული წინააღმდეგობები, კარგი ნიშანი ნამდვილად ვერ იქნება მომავალი არჩევნებისთვის. "

" საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან, ხშირად ისმის მოსაზრება, რომტერიტორიული პრობლემების და რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების პირობებში საქართველოს პირველ რიგში სჭირდება სტაბილურობა, ხოლო შემდეგ დემოკრატია. "

-"მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს უპირველესად ძლიერი დემოკრატია სჭირდება, რათა გაუმკლავდეს იმ საგარეო საფრთხეებს, რომელიც მეტწილად რუსეთიდან მოდის და ასევე, რათა დაძლიოს სეპარატისტული რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემები.სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციამ ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და შექმნას შესაბამისი გარემო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად."


და ბოლოს, ბატონო ელჩო როგორ შეაფასებდით საქართველოში მედიის სფეროში არსებულ ვითარებას?


-" რამდენიმე დღის წინ უკრაინაში გახლდით.უნდა გითხრათ, რომჩემზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორი თავისუფალი და ძლიერი მედიასაშუალებები მუშაობენ უკრაინაში და თუ როგორი თავისუფალი მედიაგარემოა შექმნილი იქ. ჩემი აზრით,მედია სფეროში არსებული მდგომარეობით, უკრაინა, ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის სამაგალითო უნდა გახდეს. მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა საქართველოსთვისაც, თუ ისე განავითარებს მედიას და ისეთ თავისუფალ გარემოს შექმნის, როგორც ეს უკრაინაშია."- განაცხადა უილიამ კორტნიმ.

აი, ასეთი დიპლომატიური თუმცა, დაკვირვებული მსმენელისთვის, საკმაოდ კრიტიკული შეფასებით დასრულდა ინტერვიუ საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან ბატონ უილიამ კორტნისთან. მის შეფასებებზე კომენტარი კი, ჩვენი რადიომსმენელისთვის მიგვინდვია.



XS
SM
MD
LG