ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი სანქციებით იმუქრება


რობერტ გეითსის განცხადებით, იგი ირანის მიმართ ბირთვული იარაღის წარმოებაზე მნიშვნელოვანი სანქციების დაწესებას მოელის. თავდაცვის მდივნის ერაყში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ევროპის ლიდერებიც შესაძლო სანქციების გამო აღელვებულები არიან.

რობერტ გეითსის თქმით, ოქტომბრის თვეში მიღწეული შეთანხმებით დაწესებული სანქციები საკმარისი არ აღმოჩნდა,რათა ირანს ჩვეული კურსისთვის გადაეხვია.

თავდაცვის მინისტრი გაეროსთან მიღწეულ შეთანხმებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც ირანს ურანიუმის ნაწილი გადასამუშავებლად საზღვარგარეთ უნდა გაეგზავნა, რაზეც თეირანში მკაცრი უარი განაცხადეს.


XS
SM
MD
LG