აშშ-ის თავდაცვის მდივანი გეითსი ავღანეთიდან ერაყს გაემგზავრა. პენტაგონის პრესმდივნის განცხადებით, გეითსი შეხვედრას გეგმავს ერაყის პრეზიდენტთან ჯალალ თალაბანისთან და პრემიერ მინისტრთან ნური ალ მალიკისთან. ერაყში იგი შეხვდება აგრეთვე აშშ-ის სამხედრო მეთაურებს.
გეითსის ვიზიტს წინ უძღვოდა აფეთქებების წყება რომელთაც 127 ადამინის სიცოცხლე შეეწირა. ტერაქტების შედეგად დაშავებულია 400-მდე ადამინი.
აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ალყაიდასთან დაკავშირებულმა ე.წ. ტერორისტულმა ჯგუფმა სახელად ერაყის ისლამურმა სახელმწფომ აიღო. მათივე განცხადებით მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი მსგავსი შეტევები.