ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმის ოპოზიციის ლიდერი მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება


დღეს ბირმის პროდემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი სან სუ ჩი მთავრობის წარმომადგენელს შეხვდა. ბირმის მთავრობა აცხადებს, რომ შინა პატიმრობამისჯილ ნობელის პრემიის ლაურეატსა და ბირმის სამხედრო ხუნტის წარმომადგენელ, დასაქმების მინისტრს შორის საუბარი სან სუ ჩის სახლში ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარე სამყაროსთვის საუბრის შინაარსი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. გასული ოქტომბრის შემდეგ, ეს უკვე მესამე ასეთი შეხვედრაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ კვირას ბირმის უზენაესმა სასამართლომ სან სუ ჩის აპელაციის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. ბირმის ხუნტას ოპოზიციის ლიდერი თოთხმეტი წლის განმავლობაში ჰყავს გამოკეტილი შინა პატიმრობაში.

XS
SM
MD
LG