ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი ნატოს ბლოკს და აშშ-ს მიმართავს


ნატოს გენერალური მდივნის რასმუსენის განცხადებით საქართველო კვლავ რჩება რუსეთთან უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად:” საქართველოს საკითხზე ნატოს და რუსეთს შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას. თუმცა, ჩვენ გვაქვს რუსეთთან საერთო ინტერესები ტერორიზმის, ავღანეთის, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების საკითხებში. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება, საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, როცა საჭირო კრიტერიუმებს შეასრულებენ.”

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ დააყენა საკითხი: თბილისმა საქართველოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით ნატოს ბლოკს და აშშ-ს მიმართოს რათა მათ, როგორც პარტნიორ ქვეყანას, დახმარება აღმოგვიჩინონ. პაატა დავითაიას ინიციატივას პარლამენტმა მხარი დაუჭირა: უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ სპეციალურ მიმართვაზე დაიწყო მუშაობა, სადაც ყურადღება იქნება გამახვილებული რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაში რუსული სამხედრო კატარღების შემოსვლაზე. აღნიშნული ინიციატივის ავტორის, პაატა დავითაის თქმით, დოკუმენტში ყველა ის ფაქტი იქნება მოყვანილი, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებას ადასტურებს.

საქართველოს პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტით რუსეთი კიდევ ერთხელ არღვევს საერთაშორისო სამართალს

XS
SM
MD
LG