ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკკრისტალი მაღალ შეფასებას აძლევს ობამას ახალ სტრატეგიას ავღანეთში


ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ძალთა მეთაურმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ახალი სტრატეგია ავღანეთში პრაქტიკულად განხორციელებადია და მომავალი წელიწადნახევარი ამ საქმეში გადამწყვეტი იქნება. ეს განცხადება მაკკრისტალმა კონგრესში გააკეთა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ობამას გადაწყვეტილებას დამატებით 30 000 სამხედრო მოსამსახურის ავღანეთში გადასროლის თაობაზე. მაკკრისტალს მიაჩნია, რომ ალყაიდას დამარცხების საქმეში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ოსამა ბინ ლადენის შეპყრობას. ავღანეთში აშშ-ს ელჩმა კარლ აიკენბერიმ, რომელიც წარსულში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ობამას ინიციატივას ახლა ამტკიცებს, რომ მხარს უჭერს ობამას ახალ გეგმას.

XS
SM
MD
LG