ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ  თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ავღანეთში აგრძელებს ვიზიტს


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი ავღანეთს ეწვია და იქ მყოფ ამერიკელ სარდლობას შეხვდა. თავდაცვის მდივანმა მათ განუცხადა, რომ ავღანეთში გამოგზავნილი დამატებითი სამხედრო ძალა თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებით დასრულებას შეუწყობს ხელს. გეითსმა ასევე მოინახულა ახალი შენობები, სადაც ნატოს ძალების გაერთიანებული სამეთაურო შტაბი განთავსდება. თავდაცვის მდივანმა საერთაშორისო ძალების სარდლობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად საერთშორისო ძალებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ.

რობერტ გეითსის ვიზიტს წინ უძღოდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება ავღანეთში 30 ათასი დამატებითი სამხედროს გაგზავნის თაობაზე

XS
SM
MD
LG