ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ობამა ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნის შესახებ საუბრობს


„ჩვენთვის ავღანეთში დამატებითი ოცდაათი ათასი ჯარისკაცის გაგზავნა სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტია. თვრამეტი თვის შემდეგ ამერიკული ჯარები ავღანეთს დატოვებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან. ეს კი მოხდება მაშინ,როცა ჩვენი მისია საბოლოოდ შესრულებულად ჩაითვლება და ავღანეთი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე გადაიბარებს“-განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ამერიკის შეერთებული შტატების მისიის მიზანი ისევ უცვლელი რჩება:“ გამოაშკარავდეს, განიარაღდეს და საბოლოოდ განადგურდეს ალ ყაიდას სამხედრო დაჯგუფება ავღანეთსა და პაკისტანში.

ამ მიზნის მისაღწევად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შემდეგ ამოცანებს სახავს: „ალ ყაიდას თვითნებურ პარპაშს ბოლო უნდა მოეღოს. თალიბთა მოძრაობა უნდა აღიკვეთოს და არ მიეცეს საშუალება მთავრობა დაამხოს. ჩვენ ავღანეთის მთავრობა და უსაფრთხოების სამსახური ისე უნდა გავააძლიეროთ,რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ საკუთარი ქვეყნის მომავალზე აგონ პასუხი“ უახლოეს ხანში დამატებითი 30ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ავღანეთის ტერიტორიაზე იმ მიზნით ჩავა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილებში მეამბოხეთა დაპირისპირება ჩაახშოს. ამერიკელი ჯარიკსაცები პარალელურად ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს გაწვრთნიან. ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებსაც მოსთხოვოს დამატებითი ჯარების გაგზავნას. პრეზიდენტი ობამას განცხადებით, ამით არა მარტო ავღანეთის, არამედ ალიანსის ქვეყნებისა და ზოგადად მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა გადაწყდება. ამერიკის შეერთებული შტატები გაეროსთან და ავღანელ ხალხთან ერთად ეფექტური სამოქალაქო სტრატეგიის შემუშავებასაც დაგეგმავს. ამით შესაძლებელი გახდება ავღანეთში კორუფცია აღმოიფხვრას და მოსახლეობის უზრუნველყოფისთვის ნორმალური პირობები შეიქმნას.

დღეს უკვე ნათელია, რომ ავღანური სტრატეგიის წარმატება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის თამაშრომლობაზე მომავალში დიდ ზეგავლენას მოახდენს. თალიბების მოძრაობა დასაბამს პაკისტანის სასაზღვრო რეგიონიდან იღებს. ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ღონეს იხმარს, რათა პაკისტანის მთავრობას ექსტრემისტული ჯგუფების განადგურებაში დაეხმაროს.

„გულმოწყალებას ნურავინ მოგვთხოვს.ნურც ჩვენთვის ნაცნობი ტერორისტები და ნურც ისინი ვისი ზრახვებიც ჩვენ კარგად ვიცით“

როგორც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა:

„ჩვენი გადაწყვეტილება ურყევია.მტკიცედ გვჯერა,რომ ავღანეთში ჩვენს მიერ განხორციელებული ანტიტერორისტული საქმიანობა

ამერიკასა და ზოგადად მთელს მსოფლიოს უფრო დაცულს,ძლიერს და იმედებით აღსავსეს გახდის“

XS
SM
MD
LG