ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მთავრობა დემონსტრანტებს ემუქრება


ირანის მთავარი პროკურორი მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილეების წინააღმდეგ მას შემდეგ რაც ათასობით აქტივისტი ქუჩებში გამოვიდა მასობრივ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად.

პროკურორმა ღოლამ ჰუსეინ ეჯეიემ განაცხადა, რომ დღემდე მთავრობა თავს იკავებდა, მაგრამ, მისი თქმით, ამიერიდან ხელისუფლება აღარ გამოიჩენს შემწყნარებლობას იმ ხალხის მიმართ, ვინც ეროვნულ უშიშროებას საფრთხეს უქმნის.

საერთაშორისო თანამეგობრობამ გააკრიტიკა ირანის მთავრობის მოქმედება მას შემდეგ რაც ირანის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ, რომლებმაც ორშაბათს ქუჩებში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები მოაწყვეს.

ამის გარდა, როგორც ირკვევა, დემონსტრანტების დაუდგენელი რიცხვი დაკავებულია.

XS
SM
MD
LG