ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ დისკოთეკაზე მომხდარი ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა


გასულ შაბათს რუსულ დიკოთეკაზე მომხდარი ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა მას შემდეგ რაც ოთხი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს განცხადებით 100-ზე მეტი პირი საავადმყოფოებშია მოთავსებული, სადაც ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევენ მათ. დამწვრობის გარდა დაშავებულებმა ფიზიკური ტრავმები მიიღეს როცა შენობაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ ხალხმა პანიკური გაქცევა დაიწყო დისკოთეკიდან.

რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ტრაგედიის ადგილი მოინახულა. მან ვარდებით შეამკო ქალაქ პერმის დისკოთეკის შესასვლელი და ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული პირებისთვის დახმარების აღმოჩენის დასადგენად შეხვდა.

XS
SM
MD
LG