ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში აფეთქების შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა



ერაყის პოლიცია აცხადებს, რომ ბაღდადში განხორციელებული რამდენიმე აფეთქების შედეგად ას თორმეტზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხოლო ორასზე მეტი კი დაიჭრა. ამ ინფორმაციის თანახმად, ბომბები ავტომობილებში იყო დამონტაჟებული. აფეთქებები ერაყის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ხალხმრავალ ბაზარში, შინაგან საქმეთა, შრომისა და დასაქმების სამინისტროების შორიახლოს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა კი ბაღდადის სამხრეთ ნაწილში პოლიციის პატრულთან შეჯახებისას ააფეთქა მანქანა. ამ ტერაქტის შედეგად დაიღუპა სამი პოლიციელი. ხუთი კი დაიჭრა.


XS
SM
MD
LG