ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინების პოლიციასა და ტომის მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა


ფილიპინების მთავრობის ცნობით, ქვეყნის სამხრეთში გავლენიანი მუსლიმანური ტომის მხარდამჭერებსა და ფედერალურ ძალებს შორის რამოდენიმე შეტაკება მოხდა.

პრეზიდენტის პრეს მდივნის სერჟე რემონდეს განცხადებით ქვეყნის სამხრეთში მდებარე მაგუინდანაოს პროვინციაში მომხდარ შეტაკებას მსხვერპლი არ მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პრეს მდივნის თქმით, შეტაკება მოხდა დატუ უნსაის ოლქში გვიან კვირას იმ ადგილის მახლობლად სადაც 23 ნოემბერს დაიხოცა საარჩევნო ბადრაგის 57 წევრი.

ფილიპინების ფედერალური სამხედრო ძალების ათასობით ჯარისკაცი განლაგებულია ხსენებულ პროვინციაში სადაც ისინი გავლენიანი ამპატუანის ტომის წინააღმდეგ იბრძვიან. სწორედ ამ ტომს ბრალად ედება არჩევნებთან დაკავშირებული ხოცვა-ჟლეტვის ორგანიზება.

XS
SM
MD
LG