ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის  შეტაკებები მოხდა


თეირანში ირანის პოლიციასა და საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. ოპოზიციის მხარდამჭერები ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებით აღნიშნავდნენ ირანის სტუდენტების ეროვნულ დღეს.

თვითმხილველთა ცნობით ასობით პოლიციელმა ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა თეირანის ცენტრალურ რაიონში საპროტესტო დემონსტრაციების დასაშლელად. პოლიციის სხვა ნაწილები თეირანის უნივერსიტეტის მახლობლად მდებარე უბნების დაბლოკვას ცდილობდნენ რადგან სწორედ იქ იკრიბებიან სტუდენტები.

ირანის სტუდენტების ეროვნულ დღეს ირნაში იხსენებენ 1953 წელს ჩატარებული ანტი-ამერიკული დემონსტრაციის დროს სამი ირანელი სტუდენტის მკვლელობას.

კვირიდან მოყოლებული ინტერნეტი და ფიჭვური კავშირგაბმულობა ირანის იმ რეგიონებში იზღუდება სადაც დაგეგმილი იყო საპროტესტო აქციები.

ირანის მთავრობამ აგრეთვე აუკრძალა უცხოელ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების გაშუქება. ამ მიზნით ირანის მთავრობამ თეირანში უცხოური საინფორმაციო სააგენტოების მუშაობის უფლება გააუქმა 7 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე.


XS
SM
MD
LG