ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი სამხრეთ კორეაში ჩადის


სამხრეთ კორეაში მყოფი შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ემზადება ფხენიანში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრისთვის

დღეს შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი სამხრეთ კორეის ოფიციალურ პირებს შეხვდა. როგორც ცნობილია, ხვალ იგი ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრება სადაც დაგეგმილია პირველი მოლაპარაკება ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრი სახლი დაიკავა.

სტივენ ბოსუორსი სეულში სამხრეთ კორეის წარმომადგენელს ექვსმხრივ მოლაპარაკებებში ვი სუნგ-ლაკს შეხვდა. დაგეგმილია აგრეთვე შეხვედრა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან იუ მიუნგ-ხვანთან.

ბოსუორსის მიზანია დაარწმუნოს ჩრდილოეთ კორეის მთავრობა დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარკებას განიარაღების სფეროში.

XS
SM
MD
LG