ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავიზო რეჟიმის გამარტივება ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან


25 ნოემბერს ბრიუსელში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ. - გამარტივებული სავიზო რეჟიმი მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროკავშირის წევრ-ქვეყნებში გაცილებით თავისუფალი მოგზაურობის საშუალებას, აცხადებს სს მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. შეთანხმება გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ძალაში დოკუმენტის ოფიციალურად გაფორმებიდან 9 თვეში შევა.

პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის თქმით: ” საქართველოს აქვს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან მსგავსი ხელშეკრულებები, მაგრამ მთლიანად ევროკავშირის ქვეყნებთან ხელშეკრულება ამ დრომდე არ ჰქონია. ხელშეკრულება ძალიან მომგებიანია ქართული მხარისთვის: ჩამონათვალი, ნუსხა იმ პირების, კატეგორიების, რომლებსაც შეეძლებათ უპრობლემოდ შესვლა ევროკავშირში, არის ძალიან ვრცელი. აქ შედიან სტუდენტები, სამეცნიერო მისიით ვინც მიდის, ჟურნალისტები და სხვა. ამავე დროს ქართულ მხარეს ეკისრება რიგი ვალდებულებები, რაც არის დაკავშირებული მოწესრიგებულ მიგრაციასთან და იმ ადამიანების უკან დაბრუნებასთან, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში უკანონოდ ცხოვრობენ”.

XS
SM
MD
LG