ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა არჩევნების ჩატარების შესახებ


ერაყის კანონმდებლებმა დაძლიეს ხანგრძლივი წინააღმდეგობები და დაამტკიცეს კანონი მომავალი წლის დასაწყისში საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

პარლამენტმა თითქმის ერთხმად მიიღონ კანონი.

ახალი კანონის თანახმად ერაყის პარლამენტის შემადგენლობა 275-დან 325-მდე გაიზრდება. რამოდენიმე თვის მანძილზე პარლამენტის წევრებს შორის ინტენსიური დებატები მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რამდენი საპარლამენტო ადგილი უნდა ეკუთვნოდეს ერაყის უმცირესობებს.

ვიცე პრეზიდენტმა ტარიქ ალ-ჰაშემიმ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობა მას აკმაყოფილებს. ადრე იგი ითხოვდა შესწორებების შეტანას რათა სუნითების უმცირესობას უფრო დიდი პოლიტიკური ძალა მიეღო. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაშემიმ ვეტო დაადო კანონის ადრინდელ ვერსიას რადგან ის მის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

XS
SM
MD
LG