პერმის კლუბში დისკოტეკაზე
მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულ მსხვერლთა პირველი დაკრძალვები დაიწყო
რუსეთში დღეს ურალის რეგიონის ქალაქ პერმში მგლოვიარე პირებმა მონაწილეობა მიიღეს დისკოტეკაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა დაკრძალვებში. როგორც ცნობილია დისკოტეკაზე მომხდარმა ხანძარმა 112 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ოფიციალური პირების ცნობით, შაბათს მომხდარი ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს რადგან დაშავებულთა ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია მოთავსებული საავადმყოფოებში. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ორშაბათი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.