ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ფილმების რეტროსპექტივა ბრაზილიაში



მას ნაჟელა გიმარაესი ქვია. ბრაზილიერლი კინო პრომოუტერია. ქართული კინო სერგო ფარაჯანოვის "სურამის ციხის ამბით" და მერამ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველით " გაიცნო და შეიყვარა.

"საქართველო ჩემთვის იმდენად ემოციურია, მიუხედავად იმისა რომ მეც არანაკლებ ემოციური ბრაზილიიდან ვარ. ქართული ფილმებიდან ისეთი ძლიერი მუხტი მოდის ერთდროულად წუხილს და ბედნიერებას განიჭებს. მათი ნახვის შემდეგ გული დამწყდა რომ ბრაზილიაში, ჩემს სამშობლოში მათ არ იცნობდნენ და ამავდროულად ბრაზილიის ქართული წარმოდგენა სერიალებით შემოიფარგლებოდა.

ასე გადაწყვიტა ნაჟელა გიმარაესმა, კინოპრომოუტერმა სუზანა ვიეირასა და "ა ბროსიმა ვიჩიმას" ქვეყნიდან, ბრაზილიისთვის ქართული კინოს გაცნობა. საქართველოდან პროექტს, პროფესიით მსახიობი, ამერიკაში მცხოვრები ირაკლი გიოშვილი კურატორობს. "Cinema da Georgia, um saculo de filmes" - 12 ქართულ ფილმს მოიცავს. მუნჯი კინოდან დაწყებული, თანამედროვეობამდე. ნიკოლოზ შენგელაიას "ელისოს", კოტე მიქაბერიძის "ჩემს ბებიას", ელდარ შენგელაიას "არაჩვეულებრივ გამოფენას", სერგო ფარაჯანოვის "სურამის ციხის ამბავს" და ნაჟელას ფავორიტ "დიდ მწვანე ველს", სულ 12 ფილმს ბრაზილიის ბანკისა და ბრაზილიის კულტურის სამინისტროს ხერლშეწყობით, რიო დეჟანეიროსა და სან პაულოში უჩვენებენ.

"დღეს მე ორი საყვარელი ქართული ფილმი მაქვს, ფარაჯანოვის "სურამის ციხე" და კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი", ალბათ იმიტომ რომ პირველი კონტაქტი ქართულ ხელოვნებასთან სწორედ ამ ფილმებით მოხდა. დღეს მე მერაბს ვიცნობ და საოცარ პატივს ვცემ, ბრაზილიაშიც დავპატიჟეთ. ვთვლი, რომ "დიდი მწვანე ველი" მსოფლიო დონის ფილმია, საერთოდ მგონია რომ საბჭოთა დროს გადაღებული ქართული ფილმები შედევრია. მჯერა თქვენ შემდგომშიც განაგრძობთ კინოშედევრების შექმნას."

ბრაზილიელები არ იცნობენ მაგრამ მალე გაიცნობენ 12 ქართული ფილმს, საკუთარ "დიდ მწვანე ველს" მერაბ კოკოჩაშვილი თავად წარადგენს. საქართველოდან პროექტს ქართული ეროვნული კინო ცენტრი უჭერს მხარს.

კარნავალამდე 2 თვით ადრე, რიო დეჟანეიროში ქართული კინოს რეტროსპექტივის კარნავალი მოეწყობა. პირველად სამხრეთ ამერიკაში.


XS
SM
MD
LG