ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის ფასმა ერთი დოლარით დაიწია


საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ნავთობის მიმდინარე გლობალური ფასი „მშვენიერია“.

ალი მაიმის განცხადებით, ნავთობის ბაზარი მიმდინარე ფასების გამო სტაბილურია. მან ეს კომენტარი ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში გააკეთა, სადაც პეტროლიუმის ექსპორტიორი არაბი ქვეყნების ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო.

არაბული ქვეყნების ეს ორგანიზაცია სტრუქტურითა და დანიშნულებით პეტროლიუმის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას ჰგავს, იმ განსხვავებით რომ ეს უკანასკნელი გლობალური ორგანიზაციაა, ხოლო არაბული ქვეყნები კი რეგიონალურ ორგანიზაციაში ერთიანდებიან.


გუშინ ნავთობის ფასმა ერთი დოლარით დაიწია, რითაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი 75.57 დოლარი გახდა.



XS
SM
MD
LG