ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს სამიტი ბრიუსელში



ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ნატოს ავღანეთში სოლიდარობა მოიწონა. ჟურნალისტებისთვის მან ბრიუსელში, ნატოს ორ დღიანი სამიტის შემდეგ აღნიშნა:

“მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ავღანეთში ჯარების, ინსტრუქტორებს და სამოქალაქო მხარდამჭერებისუახლოეს კვირებში გაგზავნის პირობა დადეს. მივესალმები ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას, რომელიც შეგვპირდა რომ მისიას 7.000მდე ჯარისკაცი შეემატება”

ნატოს ახალმა წინადადებამ, 2000-ით მეტმა ჯარისკაცის გადაგზავნის შესახებ მოლოდინს გადააჭარბა. რაოდენობა მას მერე გაიზარდა,რაც პრეზიდენტ ბარაკ ობამამ ავღანეთში 30.000 ათასი სამხედროს გაგზავნის შესახებ განცხადება გააკეთა.

დამატებითი ძალები ავღანეთის პოლიციისა და სამხედროების გაწვრთნას მოხმარდება,ნატო ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად უყურებს. თუმცა მოლოდინი ალიანსისგანავღანეთში 10.000 სამხედროს გაგზავნის შესახებ არ მართლდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გუშინ გაკეთებულ განცხადებებში 2011 წელს ავღანეთიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“გადაადგილება გასვლას არ ნიშნავს, გაუგებრობა არ უნდა მოხდეს. ჩვენ არ ვაპირებთ ავღანეთის ტერორისტების ხელში დატოვებას. ეს არ მოხდება.”

ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნის სურვილი ბრიტანეთმა და იტალიამაც გამოთქვა. მაგრამ გერმანია და საფრანგეთი კვლავ თავს იკავებენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის განცხადებით,ავღანეთის თემისადმი მიძღვნილს კონფერენციამდე, რომელიც ლონდონში იანვარში ჩატარდება, ქვეყანა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

ბრიუსელში, ნატოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე საქართველოსა და უკრაინის ალიანსისკენ მიმავალ სამომავლო პროგრესზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ რუსეთთან ურთიერთობას გაააქტიურებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ასევე დაინტერესებულია ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ჩართვით, მაგრამ არა სამხედრო, არამედ ნარკო-ვაჭრობის შეჩერების კუთხით.


XS
SM
MD
LG