ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაუალპინდის რაიონში აფეთქება მოხდა



პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, რაუალპინდის რაიონში შეიარაღებულმა პირებმა მეჩეთზე მიიტანეს იერიში. თავდასხმის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. პოლიციის წარმომადგენლის ასლან ტურინის განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტებმა მეჩეტში რამდენიმე ხელყუმბარა შეაგდეს, შემდეგ მლოცველების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს და ბოლოს თავი აიფეთქეს.

თავდასხმა პაკისტანის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა. პაკისტანის ხელისუფლება თავდასხმების გახშირებას ბოლო პერიოდში თალიბანის და ალ-ქაიდას წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას უკავშირებს.



XS
SM
MD
LG