ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასობრივი მკვლელობის ჩადენაში ეჭვმიტანილები დააკავეს


ფილიპინების არმიამ მასობრივი მკვლელობის ჩადენაში ეჭვმიტანილები დააკავა. ასამდე კბილებამდე შეიარაღებულმა ჯარისკაცმა და პოლიციელმა იერიში მიიტანა ადრე დაპატიმრებული ანდალ ამპატუანის კუთვნილ სახლზე. ამპატუანი მაგუინდანაოს პროვინციის ერთ-ერთი ქალაქის მერია. არმია აცხადებს, რომ რეიდი ამპატუანის კლანის რამდენიმე წევრის სახლშიც მოეწყო.

ეს კლანი ათ წელზე მეტია, რაც მაგუინდანაოს პროვინციას მართავს. ფილიპინების პრეზიდენტი გლორია აროიო გასულ კვირას მომხდარი მკვლელობის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო.პრეზიდენტს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მას ზემოთქმულ კლანთან პოლიტიკური კავშირი აქვს დამყარებული.


XS
SM
MD
LG