ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში დამატებით შვიდი ათასი ჯარისკაცი გაიგზავნება


ნატოს მოკავშირეები ავღანეთში დამატებით შვიდი ათასი ჯარისკაცის გაგზავნაზე შეთანხმდენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რასმუსენი და კლინტონი ბრიუსელში ნატოს მინისტერიალს ესწრებიან. რასმუსენი თვლის, რომ ავღანეთში დისლოცირებული ნატოს კონტინგენტის გაძლიერება მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. ქალბატონი კლინტონი გუშინ ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა და ავღანეთთან მიმართებაში თეთრი სახლის ახალი სტრატეგიის შესახებ ესაუბრა მათ.

XS
SM
MD
LG