ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადაცემა "ქალებისათვის" ვაშინგტონიდან


ახლახანს თურქეთის მთავრობამ სამშვიდობო ინიციატივა წამოიწყო,რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს-ქურთებს , კულტურული უფლებები გაუძლიერდებათ. თურქეთის მთავრობის ეს ნაბიჯი მრავალწლიანი სისხლიანი დაპირისპირებისდასრულებისკენაა გამიზნული.თუმცა ზოგიერთმა კრიტიკოსებმა მთავრობას აჯანყებულთა მიმართ ზედმეტ გულმოწყალებაში დადეს ბრალი, ზოგი კი აჯანყებული პატიმრების აბსოლუტურ ამნისტიას მოითხოვს.


გასულ თვეს დაღუპულჯარისკაცთა განრისხებული დედები საპროტესტო აქციით პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.მათი განცხადებით, თურქეთის მთავრობამქურთი მოსახლეობისმიმართ შემრიგებლური პოლიტიკით,მათი შვილების სულებს შეურაცხყოფა მიაყენა.საპროტესტო აქციას წინ ის ფაქტიც უძღოდა,რომ რამოდენიმე ხნით ადრე ციხიდან 35 ქურთი აჯანყებული და მათი მხარდამჭერები გაათავისუფლეს.


დაღუპული თურქი ჯარისკაცების დედებმა საკუთარიშვილების ხსოვნის საპატივცემულოდ სპეციალური ოთახი გააკეთეს.კედლებზე ასობით ჯარისკაცის ფოტოა გამოფენილი,იმ ავბედითი დღეების შემდეგ არცერთი მათგანი საკუთარ ოჯახს არ დაბრუნებია.


ჯგუფის ლიდერი ფაქიზე აკბაბა გახლავთ.იგი შვილის სურათზე მიუთითებს და აღნიშნავს,რომმისმა ვაჟმა სამშობლოს დასაცავადსაკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შესწირა. ეს კიდევ იმას ნიშნავს,რომ ყველა აჯანყებულმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილ დანაშაულზე და შესაბამისად დაისაჯოს.

„ჩემი შვილი ერთერთმა აჯანყებულმა შვიდი ტყვიით გამოასალმა სიცოცხლეს.მე და აქ შეკრებილ გამწარებულ შვილმკვდარ დედებს მხოლოდ სამართლის აღდეგენა გვსურს,რატომ არ უნდა დაისაჯონ აჯანყებულები?განა დანადვილებით ვიცით,რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება?“

ანალიტიკოსების აზრით, ქალბატონი აკაბკას ავტორიტეტითურქულსაზოგადოებაში ძალზე მაღალია. ასეთ ქალებს თურქები წამებულთა დედებს უწოდებენ. კენან კაირი სტამბულის ბილგის უნივერსიტეტში სოციოლოგიის პედაგოგია .მისი აზრით, აკაბკასა და მისნაირთა აზრი თურქ მოსახლეობაზე ყოველთვის დიდ ზეგავლენას მოახდენს:

„შვილმკვდარი დედების გაუყუჩებელი ტკივილი თავისთავად სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევს.რასაც ალბათ მამის მიერ გამოხატულ ემოციაზე ვერასდროს ვიტყოდით. დედათა ცრემლები,გოდება და სიტყვიერი პროტესტისაზოგადოებისთვისბევრად უფროშთამბეჭდავია, ვიდრე რომელიმე კინოვარსკვლავის მიერ ფილმში საუკეთესოდ შესრულებული როლი.ისლამისტური და თურქულიტრადიციებისგან გამომდინარე დედა ყველაფრის დასაბამი და მაცოცხლებელი ძალაა.“

თუმცა თურქეთის მთავრობა ანალოგიურ ზეწოლას ქურთი დედების მხრიდანაც განიცდის. ქურთი დედები აჯანყებულებისთვისსრული ამნისტიის მინიჭებასმოითხოვენ. მათაც ,ისევე როგორც თურქ შვილმკვდარ დედებს,საკუთარი ტკივილი და უბედურება სტანჯავთ.


ქურთი აჯანყებულების დედები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ დიაბაკირში შეიკრიბნენ.ისინი ახალი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.ფატმა გულენი აღნიშნავს,რომ ქურთი დედების მოძრაობა საზოგადოებისთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანია;


„ჩემი სამივე შვილი ამ დაპირისპირებას ემსხვერპლა.ორი ვაჟი მთებში შეტაკებისას, ხოლო ქალიშვილი ციხეში გამოცხადებული შიმშილობისგან დაიღუპა“

ფატიმა აღნიშნავს,რომ ის რამოდენიმე ათასი დედიდან ერთერთია ,ვინც ამ დაპირისპირების დროს შვილები დაკარგა.ყველა მათგანის სურვილია სისხლისღვრა შეწყდეს და მთებში გახიზნული აჯანყებულები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. თუმცა ამბოხებულთა სრულ ამინისტიასთან დაკავშირებით საზოგადეობის აზრი მაინც ორადაა გაყოფილი.

ტაკსიმის მოედანი სტამბულის ცენტრში მდებარეობს და ხალხისსიმრავლით გამოირჩევა.აქყველას თავისი საკუთარი მოსაზრება აქვს.აი,როგორი მოსაზრება აქვთ მათ:


„მათ საშინელი დანაშულიჩაიდინეს და აუცილებლად უნდა აგონპასუხი“

„მე თავისუფლების მომხრე ვარ დამივჩნევ,რომ ქურთებსარჩევანის საშუალება არ მისცეს. მათაც სურთნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ დაშვილებმა სკოლებში მშვიდად იარონ „

თურქეთის ორივეოპოზიციური პარტია ქურთების მიმართ თურქეთისმთავრობის შემრიგებლურ პოლიტიკას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.უკანასკნელი გამოკითხვით,თურქულ საზოგადოებაში მთავრობის მართველი პარტიის რეიტინგი მკვეთრადაა დაცემული. ქურთი და თურქი შვილმკვდარი დედების მხრიდანმთავრობაზე ზეწოლა კი ისევ დიდი სიძლიერით ხორციელდება.


XS
SM
MD
LG