ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"Of course,America.."


"Of course America"-გახლავთ ფილმი ქალზე, რომელსაც ამერიკაში ცხოვრება ძალიან უნდოდა.

ქეთინო ხარშილაძე პროფესიით რეჟისორია. უყვარს ცხოვრება, მოგზაურობა. თვლის რომ 50 წლის შემდეგ ცხოვრების შეცვლა ძალიან საინტერესოა.

შტატებში წასვლის მცდელობაზე თბილისში წარმატებულმა რეჟისორმა უარი მიიღო. მაშინ მოზარდ მაყურებელთა თეატრს ხელმძღვანელობდა. გაბრაზდა და თქვა რომ ამერიკაში მაინც მოხვდებოდა.

ეს 2000 წელს ხდებოდა. დღეს ეჭვი აქვს რომ მექსიკელები, ვინც საზღვარზე უკანონო გადასვლაში ეხმარებოდნენ ორმაგ თამაშს თამაშობდნენ, ქართველებისგან ფულს იღებდნენ და საემიგრაციო სამსახურთან აბეზღებდნენ.-ქეთინოს ამერიკული თავგადასავალი, დრამატიზმიტა და რომანტიზმით ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა ნინო ფურცხვანიძემ ფილმში აღწერა.

სურათში "რა თქმა უნდა ამერიკაში" ქეთინო ხარშილაძის ისტორია მილიდან გამოსვლით არ წყდება. შემდეგ იყო ამერიკულ ციხეში გატარებული 35 დღე. საიდანაც ქართველი რეჟისორი დევნილთა ბანაკში მოხვდა. პირველი-საბედისწერო შობა, რომელზეც მომავალ მეუღლე ჯონ ასერის შეხვდა.

ფილმის ჩვენება როტერდამში, ამსტერდამში, პრაღასა და ამერიკაში, გრინბელტში უტოპია ფილმ ფესტივა-ზე მოხდა. დღეს მას თბილისში, ფესტივალ "პრომეთეს ფარგლებში" უჩვენებენ.

ქეთინო ხარშილაძე თბილისში 2007 წელს დაბრუნდა. დღეს იქ მოღვაწეობს, სადაც დაიწყო, მოზარდ მაყურებელთა თეატრი "პატარა პრინცის " პრემიერისთვის ემზადება. დღის წესრიგში მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლის, სამუშაო სახელწოდებით "ქალი და მამაკაცი" დადგმა აქვს, გამუდმებით წერს და საკუთარი მოგონებების მიხედვით პიესის სცენაზე გადატანას აპირებს.


მეუღლე ჯონი თბილისში წელიწადში ორჯერ ჩამოდის. ქეთინოს ხარშილაძის სურვილი მარტივია, მას სურს ოფიციალური ლაბირინთების გავლით ფილმის "რა თქმა უნდა ამერიკაში" ჩვენებას, რა თქმა უდნა ამერიკაში დაესწროს.


XS
SM
MD
LG