ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა სამუშაო სამიტის ჩატარების ინციატივით გამოდის


პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თეთრ სახლში ყურადრებას სახელმწიფოს ეკონომიკურ სიტუაციასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილებს.

ადმინისტრაციამ სამიტში მონაწილეობის მისაღებად 100-მდე დამსაქმებელი, პროფკავშირის წარმომადგენელი და ეკონომისტი დაიბარა, რათა ამერიკის უმუშევრობის 10 მთელ 2 მეათედინაი მაჩვენებელის შემცირების გზებზე იფიქრონ. ეს ქვეყნისთვის 1983 წლის შემდეგ უმუშევრობის სარეკორდო მაჩვენებელია.

უმუშევარი ამერიკელების რიცხობრივმა ზრდამ, ისევე როგორც პრეზიდენტ ობამას, მისი პარტიის წარმომადგენლებსაც პრობლემები შეუქმნა. ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფედერალურ მთავრობას უმუშევრობის დონის შესამცირებლად, ერთი მთელი ოთხი ტრილიონი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში, ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია.

XS
SM
MD
LG