ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეოს საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ხვდებიან ერთმანეთს


ბრიუსელში 2 დღით ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ხუთშაბათსა და პარასკევს მათი განხილვის მთავარი თემა ავღანეთში არსებული მდგომარეობა იქნება.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გაგმგზავრებამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ითვალისწინებს მოკავშირეების მიერ ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნის , ასევე დაფინანსების ფაქტს და იმ რისკს, რომელსაც ყველა მხარე საკუთარ თავზე იღებს.

ლინტონს არ აღუნიშნავს, რა რაოდენობის დამატებით ძალას მოელის ამერიკა მოკავშირეების მხრიდან, მაგრამ დიპლომატების ინფორმაციით, ვაშინგტონს ნატოს წევრი ქვეყნებისგან ავღანეთში 10.000-მდე დამატებითი სამხედროს დისლოცირების იმედი აქვს.

XS
SM
MD
LG