ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი  მოკავშირეებისგან მნიშვნელოვან დახმარებას ელის


ოთხშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კონგრესს განუცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებისგან მნიშვნელოვან დახმარებას ელიან ავღანეთში დამატებითი სამხედრო ძალის დისლოკაციის საკითხში . ეს მისი თქმით გარკვეულწილად ამერიკულ ჯარს დაეხმარება თალიბებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. კლინტონი დღეს ბრიუსელში გაფრინდება სადაც ნატოს სათავო ოფისში გამართავს მოლაპარაკებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

კლინტონი წინასწარ არანარ პროგნოზებს არ აკეთებს , მაგრამ იმედს იტოვებს, რომ აშშ-ის მოკავშირეები დამატებითი სამხედრო ძალის შესახებ განცხადებას გააკეთებენ, რაც თავის მხრივ ავღანურ კომფლიქტში ვალდებულებების გადანაწილების საფუძველი იქნება.

გუშინ სახელმწიფო მდივანმა მთელი დღე კონგრესში დაჰყო სხვა მაღალჩინოსან თანამდებობის პირებთან ერთად. კონგრესში ისინი იცავდნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ავღანეთში კიდევ 30 000 ჯარისკაცის დამატების შესახებ. დღეს კიდევ ერთი მოსმენა გაიმართება კონგრესში რის შემდეგაც სახელმწიფო მდივანი ბრიუსელს გაემგზავრება. ხვალ ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმნაეტს შეხვდებიან.

ჰილარი კლინტონის განცხადებით იგი ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს კოგრესის მოსმენებს შორის , როგორც კლინტონმა დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა დააიმედა იგი იმ განცხადებით რომ ალიანსის ქვეყნებს შორის იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს დამატებით სამხედრო ძალის ავღანეთში გადასასროლად.

-ჩვენ ნატოსა და აისაფისგან ველით მნიშვნელოვანი ვალდებულებების აღებას როგორც სამხედრო ძალის დამატების ისე ფინანსური დახმარების მხრივ. ჩვენ გვინდა გავამყაროთ ფონდი ავღანეთის პოლიციისა და ჯარის დასახმარებლად. ამ ფონდმა მრავალი წელი უნდა იარსებოს.

თავის მხრივ ნატოს გენერალურმა მდივანმა და წარსულში დანიის პრემიერ მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრები სავარაუდოდ დამათებითად 5000 ჯარისკაცს გამოჰყოფენ. ამას შეიძლება კიდევ დაერთოს რამოდენიმე ათასი სამხედრო. ეს მისი თქმით იმის ნიშანი იქნება, რომ ეს არა არის მხოლოდ შეერთებული შტატების ომი.

გაერთიანებული შტაბების მეთაურმა მაიკ მალენმა , რომელიც ჰილარი კლინტონთან ერთად ესწრებოდა კონგრესის მოსმენებს, მსგავსი პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით მოკავშირეებისგან ამერიკა 5000 სამხედროს დამატებას ელის.

აშშ-ს ამჟამად 70 ათასი ჯარისკაცი ჰყავს ავღანეთში დისლოცირებული . მაშინ როდესაც ნატოში შემავალ ქვეყნებსა და მათ მოკავშირეებს ერთად არაუმეტეს 40 ათასი სამხედრო.

კლინტონის განცხადებით : - ჩვენ გვექნება მხარდაჭერა ნატოსა და აისაფის ალიანსისგან, საბოლოო ჯამში ამერიკის სამხედრო კონტიგენტი ორჯერ მეტი იქნება კოლექტიურ ძალებთან შედარებით. მაგრამ მიუხედავად ამისა ალიანსის სამხედრო ძალების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ავღანეთის კამპანიის დაწყების მომენტიდან.

ოფიციალური განცხადებები მოსალოდნელი არაა მომავალ კვირამდე. როდესაც შედგება ნატოს ძალების დამატებასტან დაკავშირებული შეხვედრა ბელგიაში. ამ დრომდე პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა 600 სამხედროს დამატებისა. ტავის მხრივ წინასწარი მონაცემებით ბრიტანეთი 500 ჯარისკაცს დაამატებს.

სავარაუდოდ ავღანეთში სამხედრო დახმარებას ესპანეთი, იტალია და ფინეთი გასწევენ. გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან მასგავსი გადაწყვეტილება ავაღანეთთან დაკავშირებით ლონდონში გამართულ კონფერენციაზე იანვრის ბოლოს მიიღება.

XS
SM
MD
LG